პროექტის გეგმა

 

სასწავლო პროექტის გეგმა - ,,ჩემი თბილისი“

 

სასწავლო პროექტის დასახელება: „ჩემი თბილისი“

სასწავლო პროექტის ხელმძღვანელები: 

·         მზია გამხიტაშვილი-ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებებლი;

·         ციცინო ოქროპირიძე-ისტორიის მასწავლებელი;

·          ქეთევან ცერაძე - ისტ-ის მასწავლებელი- ქეთი ცერაძე.

სკოლა: სსიპ-გორის მინიციპალიტეტის ტინისხიდის საჯარო სკოლა

პროექტის მონაწილენი:  მე-6 კლასის მოსწავლეები, 22 მოსწავლე

პროექტის ხანგრძლივობა: 4 კვირა

საგანი/საგნები: ქართული ენა და ლიტერატურა, ისტორია, ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები

საფეხური/კლასი:დაწყებითი საფეხური,მე-6 კლასი

შინაარსობრივი სტანდარტები და ინდიკატორები:                                                                                                         

ქართ.დაწყ.(II).1.მოსწავლემ უნდა შეძლოს სამეტყველო ქცევის წარმართვა საკომუნიკაციო მიზნის და კონტექსტის შესაბამისად.

·         ჯგუფთან წარმოადგენს და სათანადო არგუმენტებით იცავს საერთო პოზიციას.

·         წინასწარ შედგენილი მოკლე გეგმის მიხედვით მოამზადებს და წარმოადგენს ზეპირ მოხსენებას/პრეზენტაციას სხვადასხვა ნაცნობ თემაზე, მოჰყავს სათანადო ინფორმაცია ლოგიკური თანამიმდევრულობის დაცვით, გამოკვეთს არსებით საკითხს/საკითხებს.

ქართ.დაწყ.(II).5. მოსწავლემ უნდა შეძლოს ზეპირმეტყველების ნაცნობი სტრატეგიების შერჩევა და გამოყენება მიზნის შესაბამისად.

·         მონაწილეობს დისკუსიის, დებატების წესების შემუშავებაში, მოსამზადებელი სამუშაოს განაწილებაში, საერთო ჯგუფური დავალების შესრულებაში.

·         სხვადასხვა საშუალებით(ბიბლიოთეკის, ინტერნეტის და ა.შ.მეშვეობით)აგროვებს მასალას, გააცნობს მას ჯგუფის წევრებს და ითვალისწინებს მათს აზრს.

·         წინასწარ ამზადებს საჭირო რესურსს/თვალსაჩინოებებს.

·         აუდიტორიის წინაშე გამოსვლამდე გადის რეპეტიციას.

ქართ.დაწყ.(II).მოსწავლემ უნდა შეძლოს კითხვის ნაცნობი სტრატეგიების შერჩევა და გამოყენება მიზნის შესაბამისად.

·         ენციკლოპედიების, ლექსიკონებისა და ინტერნეტის საშუალებით აზუსტებს ტექსტში მოთხრობილ უცნობ ან გაუგებარ ამბავს.

ქართ.დაწყ.(II).12.მოსწავლემ უნდა შეძლოს წერის ნაცნობი სტრატეგიების შერჩევა და გამოყენება მიზნის შესაბამისად.

·         წერის დაწყებამდე ადგენს გეგმას ადგენს და/ან იყენებს გრაფიკულ მაორგანიზებლებს ინფორმაციის დახარისხების, შეჯამების და სხვა მიზნით.

 

საზ.მეც.დაწყ.(II).1,2,3 მოსწავლემ უნდა შეძლოს:

·         ისტორიული ფაქტებისა და მოვლენების ქრონოლოგიურ ჭრილში გააზრება და გადმოცემა. მათი დაკავშირება თანამედროვე სოციალურ-კულტურულ გარემოსა და ისტორიულ მემკვიდრეობასთან.

·         ლეგენდებისა და მითების, მნიშვნელოვანი ისტორიული მოვლენებისა და პიროვნებების ლოკალურ გარემოსთან დაკავშირება, ქვეყნის განვითარებაში პიროვნების როლის გაცნობიერება.

·         საქართველოს ეთნიკური,კულტურულ-რელიგიური მრავალფეროვნების გააზრება და პოზიტიური დამოკიდებულების გამოვლენა.

საზ.მეც.დაწყ.(II) 14,15

·         ბუნებრივი გარემოს, ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის მნიშვნელობის გაცნობიერება და მის მიმართ მზრუნველი დამოკიდებულების გამოვლენა.

·         მის გარშემო წარმოდგენილი სოციალურ-კულტურული ინსტიტუტების(მაგ:სკოლა,საკულტო(რელიგიური)ნაგებობები,კინო, კლუბი,მუზეუმი,სამედიცინო დაწესებულება,პოლიცია)ფუნქციების გაცნობიერება.

 

ის.ტექ.დაწყ.3. მოსწავლემ უნდა შეძლოს სხვადასხვა სახის ციფრული საშუალების შერჩევა და გამოყენება ინფორმსციის მოძიებისას და კვლევის პროცესში.

·         იყენებს ისტ-ს კვლევის პროცესში იდეებისა და ინფორმაციის ორგანიზებისას.

·         ინფორმაციის ძიებისას ეფექტიანად იყენებს გავრცელებულ საძიებო სისტემებს, შეუძლია საძიებო სიტყვების,ფრაზებისა და მათი კომბინაციების ადეკვატურად შერჩევა და გამოყენება.

·         მოპოვებული ინფორმაციის სანდოობისთვის იყენებს რამდენიმე წყაროს, მსჯელობს თითოეულის სანდოობაზე.

ის.ტექ.დაწყ.4. მოსწავლემ უნდა შეძლოს სხვადასხვა სახის ციფრული საშუალების შერჩევა და გამოყენება ციფრული პროდუქტის შექმნისას.

·         ახდენს ტესტური, გრაფიკული და აუდიო მასალის ეფექტიან კომბინირებას.

·         ციფრული ნამუშევრის/პროდუქტის შექმნისას კომბინირებულად იყენებს ტექსტურ, გრაფიკულ და აუდიო მასალას.

პროექტის სასწავლო მიზანი/სწავლის შედეგები:

ქართული ენა და ლიტერატურა:

მოსწავლეები:

·         გაეცნობიან და გაითავისებენ  საკუთარი ქვეყნის ისტორიას, კერძოდ დედაქალაქის წარსულს, გაუფართოვფებათ თვალსაწიერი;

·         პროექტის ფარგლებში მოსწავლეები მოიძიებენ სხვადასხვა წყაროებიდან ძველი თბილისის დაარსების ლეგენდას, შექმნიან ფოტოკოლაჟს,  ინფორმაციებს ქალაქის მდებარეობისა და მნიშვნელობის შესახებ.

·         მონაწილეობას მიიღებს დისკუსიის, დებატების წესების შემუშავებაში, მოსამზადებელი სამუშაოს განაწილებაში, საერთო ჯგუფური დავალების შესრულებაში;

·         მოიძიებენ ძველი თბილისის ღირშესანიშნაობებს, შექმნიან ბუკლეტებს. 

ჩვენი საქართველო:

·         ჩამოუყალიბდებათ  მზრუნველი დამოკიდებულება თავისი დედაქალაქის, მისი წარსულისა და კულტურის მიმართ.

·         მოიძიებენ ნახატ და ფოტომასალა თბილისის ისტორიასა და განვითარებაზე,

·         მოიძიებენ ინფორმაციას თბილისში მცხოვრებ სხვადასხვა ეთნიკური,კულტურული და რელიგიური ჯგუფის წარმომადგენლებზე, შექმნიან ბუკლეტებს და გამოუშვებენ გაზეთს(შექმნიან შემოქმედებით პროდუქტს) 

ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები:

·         ჩაატარებენ კვლევას ძველ თბილისზე;

·         შეაგროვებენ და შეაფასებენ სხვადასხვა წყაროდან მიღებულ მონაცემებს, რათა საკუთარი მიგნებები მიზნებისა და აუდიტორიის შესაბამისად წარმოაჩინონ;

·         გამოიყენებენ სხვადასხვა ელექტრონულ და ბეჭდურ მასალას ინფორმაციის მოსაპოვებლად და გასამთლიანებლად.

მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები:

ზოგადი კითხვა:    რატომ არის თბილისი ჩემი სიამაყე? 

თემატური შეკითხვები:  რატომ ცხოვრობენ თბილისში სხვადასხვა ეთნიკური, კულტურული და რელიგიური ჯგუფის წარმომადგენლები? 

შინაარსობრივი კითხვები: რას ნიშნავს თბილისი საქართველოს დედაქალაქია? რატომ დაერქვა ახლად აშენებულ ქალაქს თბილისი?

პროექტის მიმდინარეობა:

მოსწავლეებს დაიყოფიან  3 ჯგუფად. პირველი ჯგუფი მოიძიებს მასალებს და წყაროებს ძველი თბილისის დაარსებისა და სახელწოდების შესახებ, მეორე ჯგუფი მოიძიებს მასალებს თბილისის ღირშესანიშნობების შესახებ, კერძოდ მუშთაიდის ბაღის, პანსიონების, ქარვასლების,ლურჯი სუფრის, ზეპირი გაზეთების შესახებ, მესამე ჯგუფი მოიძიებს ძველ ციხე-კოშკებს, როგორ მოგვითხრობს შემორჩენილი ძეგლები თბილისის ისტორიაზე (მაგ:ნარიყალა,მეტეხი?) 

მოსწავლეები წაიკითხავენ მემატიანეების, ისტორიკოსების ჩანაწერებს, გაეცნობიან ისტორიულ ფაქტებს თბილისის შესახებ, მოიძიებენ კომპიუტერში თბილისის ღირშესანიშნაობებს, ინფორმაციებს ეკლესიებზე, ციხეებსა ქარვასლებზე, პანსოინატებზე, მუშთაიდის ბაღზე და სხვ.მოიძიებენ და წარმოადგენენ პრეზენტაციებს, შექმნიან ფოტოკოლაჟს, ბუკლეტებს.შეძლებენ არსებული ცოდნისა და მიღებული ცოდნის ერთმანეთთან დაკავშირებას. მოსწავლეები დახარისხებულ ინფორმაციას და მოპოვებულ ფოტომასალას გამოიყენებენ პრეზენტაციისათვის, გამოუშვებენ გაზეთებსა და ბუკლეტებს. მოაწყობენ ექსკურსიას თბილისში. 

მოძიებული ინფორმაციიდან ამოკრებენ კონკრეტულ და მნიშვნელოვან მასალას, დაურთავენ ნახატებს, ფოტოსურათებს, შექმნიან ბუკლეტებს და გამოუშვებენ გაზეთებს, შექმნიან და იმუშავებენ პროექტის ბლოგზე. 

პროექტის ბოლოს მოეწყობა პრეზენტაცია. მოსწავლეებს წინასწარ გაეცნობიან რჩევებს პრეზენტაციების  ორგანიზებისთვის. 

პრეზენტაციების დასრულების შემდეგ მოსწავლეებს მიეცემათ  უკუკავშირის გაზიარების და სხვა ჯგუფებისთვის კითხვების დასმის შესაძლებლობა ასევე, მოსწავლეების მიერ ინდივიდუალური და ჯგუფური თვითშეფასების დრო.  

პროექტის დასრულების შემდეგ მოსწავლეები თიმსში შეავსებენ პროექტის თვითშეფასების კითხვარს, თუ რა მისცა მათ ამ პროექტმა და რა პროექტზე ისაურვებდნენ მუშაობას მომავალში

სასწავლო პროექტისთვის საჭირო რესურსები:

აპარატურული უზრუნველყოფა: კომპიუტერი, პროექტორი, პრინტერი, პროექტორი, ფლეშ მეხსიერება

პროგრამული უზრუნველყოფა: ტექსტური რედაქტორი, საპრეზენტაციო პროგრამა, საძიებო სისტემები, ბლოგი, თიმსის პლატფორმა

ინტერნეტ რესურსები: https://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%AB%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%98_%E1%83%97%E1%83%91%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%98

https://georgiantravelguide.com/ka/dzveli-tbilisi

https://selftravel.ge/ge/sightseeing/item/7

http://www.ambioni.ge/rogor-vitardeboda-zveli-tbilisi

 

Комментариев нет:

Отправить комментарий